"ელექტროსადგურის დაბომბვამ და ხანძარმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას - კვირის პალიტრა

"ელექტროსადგურის დაბომბვამ და ხანძარმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ასეთ თავდასხმებს შეიძლება "კატასტროფული" შედეგები მოჰყვეს.

„ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. სასწრაფოდ უნდა შეჩერდნენ. დაბომბვამ და შედეგად ხანძარმა ელექტროსადგურზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას,” - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა. ტერიტორიაზე შესვლა და ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დღეს დილით შეძლეს. ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

"ინტერპრესნიუსი"