"საბოლოოდ, ჩვენ სარგებელსაც კი მივიღებთ ამ ვითარებიდან, რადგან შევიძენთ ახალ კომპეტენციებს" - კვირის პალიტრა

"საბოლოოდ, ჩვენ სარგებელსაც კი მივიღებთ ამ ვითარებიდან, რადგან შევიძენთ ახალ კომპეტენციებს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა. მან ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაწესებული სანქციებისგან სარგებელიც კი შეიძლება მიიღოს.

„ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახცა, არ არის აუცილებელი ვითარების ეკალაცია, შეზღუდვების დაწესება, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. თუ ვინმეს არ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და ამ არჩევნით საკუთარ თავს ვნებს, ისინი რა თქმა უნდა, ჩვენც გვავნებენ“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, რუსეთის ეკონომიკა არსებულ სიტუაციასთან ადაპტირდება.

„ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს ზოგიერთი პროექტი გადავდოთ, რათა შევიძინოთ დამატებითი კომპეტენციები. მაგრამ ჩვენ მაინც გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს. საბოლოოდ, ჩვენ სარგებელსაც კი მივიღებთ ამ ვითარებიდან, რადგან შევიძენთ ახალ კომპეტენციებს,“- განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"