ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­გუ­ლი შეჭ­რის შემ­დეგ უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იღუ­პე­ბი­ან, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის დად­გო­მა­სა და გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას კონ­ცერ­ტით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა 6 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა რუ­სეთ­ში ნაკ­ლე­ბად ეკონ­ცერ­ტე­ბათ, რად­გან მათი ეკო­ნო­მი­კა ჩა­მოშ­ლის პი­რას არის და მსოფ­ლიო ყო­ველ­დღი­უ­რად აწე­სებს რუ­სე­თის მი­მართ ახალ-ახალ სან­ქცი­ებს. ამ სა­ერ­თო ცეკ­ვა-თა­მაშ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ესე­ნი არი­ან: ქეთა თო­ფუ­რია, რო­გორც A’Studio-ს სო­ლის­ტი, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი. ამ სის­ხლი­ან დროს სცე­ნა­ზე დად­გო­მას გეგ­მა­ვენ რუ­სუ­ლი ესტრა­დის რო­გორც ძვე­ლი თა­ო­ბის, ასე­ვე ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის: ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი, მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკი, ვა­ლე­რი ლე­ონ­ტი­ე­ვი, ლა­რი­სა დო­ლი­ნა და სხვე­ბი...

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­დან რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა მხო­ლოდ ქეთა თო­ფუ­რი­ამ გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"არა ომს“ - ამ წარ­წე­რით ფოტო მხო­ლოდ ერთი დღე ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" ე.წ. სთო­რი­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მა­რა გვერდწი­თელს ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სი­ახ­ლე აღარ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზეც, თუ არ ჩავ­თვლით "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ო­ებს, მი­სი­ვე რეს­ტორ­ნი­დან იხილეთ სრულად