"დღეს ჩვენ ვხედავთ ომის ამაზრზენ სახეს. რუსები ბომბავენ, ბომბავენ ყველაფერს. ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა"
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთი აჩვენებს ომის ამაზრზენ სახეს, რომელიც ბარბაროსული მეთოდებით მიმდინარეობს.
ბორელმა ამის შესახებ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ ვხედავთ ომის ამაზრზენ სახეს, რომელიც ჩნდება ჩვენს საზღვრებზე. და რუსები ბომბავენ, ბომბავენ ყველაფერს: საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს. უამრავი მშვიდობიანი მოქალაქეა მსხვერპლი. ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა", - თქვა ბორელმა.
"ინტერპრესნიუსი"