გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის 9 დღეში 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 19 ბავშვია - კვირის პალიტრა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის 9 დღეში 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 19 ბავშვია

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, მიმდინარე ომის განმავლობაში უკრაინის 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 675 კი დაიჭრა. ამის შესახებ "როიტერსი“ იუწყება.

ამ სტატისტიკის თანახმად, 331 გარდაცვლილიდან 19 ბავშვია.

ცნობისთვის, 3 მარტს ჩერნიგოვში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 47 ადამიანი ემსხვერპლა - 38 მამაკაცი და 9 ქალი.

"ინტერპრესნიუსი"