"ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური - ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური - ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ"

ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური - ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ , - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელი ჯარისკაცები და გმირები, ადამიანები ,,იცავენ თავიანთ სახლებს, უკრაინას, ჩვენს და თქვენს ევროპას".

"მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ევროპელ ხალხს. ასე ესალმებიან ამ დღეებში ერთმანეთს ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი გმირები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს, ისინი იცავენ უკრაინას, ჩვენს და თქვენს ევროპას.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას რუსეთის შემოჭრისგან, რუსეთის თავდასხმისგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახლებსა და და ჩვენს მიწას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური. ზოგიერთი არის მსახური ჯარში, რომელიც ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ზოგიერთი არის მსახური ექიმის სახით, სკალპერით ხელში, ქირურგიული ოპერაციის დროს, სხვები მუშაობენ ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენი გულისთვის. ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"