რუსეთის ტერიტორიაზე "ფეისბუქი" დაბლოკეს - კვირის პალიტრა

რუსეთის ტერიტორიაზე "ფეისბუქი" დაბლოკეს

"როს­კომ­ნად­ზო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 მარტს მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ფე­ის­ბუქ­ზე" წვდო­მის დაბ­ლოკ­ვის თა­ო­ბა­ზე.

მათი მტკი­ცე­ბით, ეს არის "ფე­ის­ბუ­ქის" მიერ რუ­სუ­ლი მე­დი­ას­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი .

"ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ზე წვდო­მა შე­უ­ზღუ­დეს შემ­დეგ ან­გა­რი­შებს: ტე­ლე­არხს "ზვეზ­დას", სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტის", "სპუტ­ნიკს", "რაშა თუ­დე­ის", სა­ინ­ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მებს - "ლენ­ტა.რუ"-ს და "გა­ზე­ტა.რუ"-ს" - ვკი­თხუ­ლობთ მათ გან­ცახ­დე­ბა­ში. ეს ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტულ ია­რაღს წარ­მო­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნე­ბეთ, რუ­სე­თის დუ­მამ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა ის პირი და ორ­გა­ნი­ზა­ცია, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ავ­რცე­ლებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე "ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას“.

"ინტერპრესნიუსი"