"უკრაინაში მიმდინარე ომზე უარესი მხოლოდ ის ფაქტია, რომ სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში მიმდინარე ომზე უარესი მხოლოდ ის ფაქტია, რომ სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთთან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ ამტკიცებს, რომ უკრაინის დამარცხება გარდაუვალი არ არის.

მან უკრაინელი ხალხი შეაქო და აღნიშნა, რომ ამ ომს ექნება „დამატებითი დრო“, რომელშიც გამოჩნდება, რომ მოსკოვი საკუთრი სურვილისამებრ ვერ დაიმორჩილებს უკრაინელ ხალხს.

”თუ მოსკოვის განზრახვაა, რომ როგორმე შეეცადოს ხელისუფლების დამხობა და საკუთარი მარიონეტული რეჟიმის დაყენება, 45 მილიონი უკრაინელი ამას ნებისმიერი გზით შეეწინააღმდეგება”, - განაცხადა მან.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და სხვა მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან ესკალაციის რისკით.

"მიმდინარე ომზე უარესი მხოლოდ ის ფაქტია, რომ მომავალში სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს", - განაცადა ბლინკენმა.