უკრაინელი პარტიზანები რუსულ ტანკებს ესპანური, იტალიური და გერმანული რაკეტებითაც "მოუსინჯავენ“ ჯავშნის სისქეს... - კვირის პალიტრა

უკრაინელი პარტიზანები რუსულ ტანკებს ესპანური, იტალიური და გერმანული რაკეტებითაც "მოუსინჯავენ“ ჯავშნის სისქეს...

რუსეთ-უკრაინის ომის ყოველ დღეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიცხოვნობა ანუ ყოველდღიურად უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე (მათ შორის ძალიან ბევრი რუსულეროვანი) სამშობლოს დასაცავად ხელში იარაღს იღებს.

კიევისა თუ ხარკოვის დამცველი ქალაქის მაცხოვრებლები შეიძლება ხშირად ხვდებიან ტელეკამერების ობიექტივებში, მაგრამ რუსული ჯავშანკოლონების უკრაინის გზებზე განადგურებას ძირითად იმ სოფლების მოსახლეობა ახერხებს, ვის შარაგზაზეც გაბედავს რუსი ტანკისტი ჩავლას...

alada2-1646476010.jpg
Instalaza C-90

მათ უკვე შეარქვეს სახელად „ლესნიკები“-21-ე საუკუნის უკრაინელი პარტიზანები თანამედროვე ჰიტლერის - პუტინის ტანკებს ისევე წვავენ,როგორც მათი პაპები 80 წლის წინ ანადგურებდნენ უკრაინაში შეჭრილ, „პირველი“ ჰიტლერის ჯავშანტექნიკას.

მოულოდნელი ჩასაფრებების მოსაწყობად და ბრძოლის ადგილის დროულად დასატოვებლად უკრაინელ პარტიზანებს სჭირდებათ ძლიერი, მაგრამ ამასთანავე კომპაქტური ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მსუბუქი მანქანებით ტრანსპორტირებისათვის.

და ასეთი იარაღი უკვე ჩადის უკრაინაში და არა მარტო ამერიკული Javelin -სა და ბრიტანული NLAW-ების სახით-ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმაც ისეთი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მოიძიეს თავის არსენალებში და უკრაინელებს გაუგზავნეს, რომელთა შესახებაც შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.

alada3-1646476010.jpg
Alcotan-100

გუშინ ესპანეთიდან პოლონეთში ჩაფრინდა სატრანსპორტო A400M, რომელმაც უკრაინაში გადასატანად ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღი Instalaza C-90 და Alcotan-100 ჩაიტანა.

Instalaza C-90 არის ერთი მეტრი სიგრძის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომლის კუმულაციურქობინიანი რაკეტა 300 მ-ში 480 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს. ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს დინამიკური დაცვის მქონე რუსული ტანკის შუბლა ჯავშნის გასარღვევად, თუმცა გვერდიდან სროლისას (როგორც ძირითადად ხდება პარტიზანული ჩასაფრებების დროს) მას კარგ დღეს არ დააყრის, ხოლო ჯავშანმანქანებს გარანტირებულად ააფეთქებს.

alada4-1646476010.jpg
Milan 2

მეორე ესპანური „საჩუქარი“ უფრო სერიოზული, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი Alcotan-100 -ია, რომლის გამოყენება ღამითაც და შენობის ფანჯრიდანაც შეიძლება, დამიზნება დაახლოებით იგივე პრინციპით ხდება, როგორც ბრიტანულ NLAW -ში-ოპერატორი მიზანში ამოიღებს მოწინააღმდეგის ტანკს და კომპიუტერული სისტემა თვითონ გამოთვლის მიზნის მოძრაობის ტრაექტორიას და ამის მიხედვით განახორციელებს რაკეტის სტარტს. ტანდემურ კუმულაციურქობინიან რაკეტას 600 მ-ში ტანკის 700 მმ სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია მისი დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ.

alada5-1646476010.jpg
Carl-Gustaf

იტალიიდან გაგზავნილ „ნობათში“ უკრაინის დამცველები აღმოაჩენენ ცნობილ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს Milan-ს, რომლის საშუალებითაც სირიაში ოპოზიცია წლებია წარმატებით აფეთქებს ბაშარ ასადის რუსულ ტანკებს. სადენებით, ნახევრადავტომატურ რეჟიმში მართვად Milan 2 -ის რაკეტას 2 კმ-ის ფრენის შემდეგ, 800 მმ სისქის ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

alada6-1646476010.jpg
AT4

კანადა, შვედური წარმოების Carl-Gustaf ავის ყუმბარსატყორცნებს ჩუქნის უკრაინელებს, ხოლო თავად შვედები კი, AT4 -ებს გზავნიან უკრაინული არმიისა და პარტიზანებისთვის. ორივე მათგანს 500 მმ სისქის ჯავშნის გატანა შეუძლია.

alada7-1646476010.jpg
М72 ЕС LAW

ფინეთისა და ნორვეგიისგან უკრაინელმა მებრძოლებმა ამერიკული М72 ЕС LAW ტიპის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები მიიღეს. ამ ძალზე კომპაქტურ (დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძე მხოლოდ 63 სმ-ს შეადგენს, მასა კი 2 კგ-ს არ აღემატება) ყუმბარსატყორცნს შეიძლება ტანკის აფეთქება გაუჭირდეს, მაგრამ 200 მ-ში 350 მმ სისქის ჯავშანს არღვევს, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი მსუბუქი ჯავშანმანქანის ასაფეთქებლად.

alada8-1646476010.jpg
Panzerfaust 3

გერმანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინას მიაწოდეს Panzerfaust 3 -ის ტიპის მრავალჯერადი გამოყენების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, რომლებიდანაც გასროლილ ტანდემურთავიან მოდერნიზებულ რაკეტას 600 მ-ში ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ, კიდევ 900 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევის „ძალა“ რჩება.

გარდა ამისა, ნატოს კიდევ არაერთმა წევრმა ქვეყანამ სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გაუგზავნა უკრაინელებს, რაც იძლევა იმის დიდ გარანტიას, რომ ყოველდღე უფო მეტი რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა ჩაიწვება უკრაინის მიწაზე, სანამ პუტინის აგრესორები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას...

alada9-1646476010.jpg
უკრაინაში შეჭრილ დანარჩენ რუსულ ტანკებსაც ეს ბედი ელით...