"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას: დაბრუნდით! რადგან საფრთხე აღარ არსებობს!" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას: დაბრუნდით! რადგან საფრთხე აღარ არსებობს!"

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მხრივ, რომ შეთანხმებამ იმუშაოს. ეს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა დღევანდელ დღეს. ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი შემდგომში მოლაპარაკების პროცესში წინ წაწევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჰუმანიტარულმა დერეფნებმა უნდა იმუშაოს დღეს, რათა მოხერხდეს ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების გადარჩენა და ქალაქში დამრჩენებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.

„ბელორუსში გამართულ მოლაპარაკებებზე, დელეგაციებმა პირველ ნაბიჯზე მოილაპარაკეს, რათა ალყაში მყოფ ქალაქებს, რომლებსაც ანადგურებენ და რომლებიც ყველაზე უარეს დღეებს განიცდიან, ადამიანური მდგომარეობის ერთი პროცენტი მაინც დაუბრუნდეთ. ჰუმანიტარულმა დერეფნებმა უნდა იმუშაოს დღეს მარიუპოლსა და ვოლნოვახში, რათა ადამიანების გადარჩენა შევძლოთ - ქალების, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების და მივაწოდოთ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მათ, ვინც ქალაქში რჩება. ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება, უნდა ჰქონდეს გამოსვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ყველას ვისაც შეუძლია თავისი ქალაქის დაცვა ბრძოლა უნდა გააგრძელოს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, იმიტომ რომ თუ ყველა წავა, მაშინ ვისი იქნება ეს ქალაქი?“- აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ზელენსკი ამასთანავე, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას: „დაბრუნდით! რადგან საფრთხე აღარ არსებობს!”.