ცნობილი ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ
ცნობილი ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ. BBC-ის ინფორმაციით, Zara რუსეთის მასშტაბით ყველა, 502-ვე, მაღაზიას ხვალიდან დახურავს.
როგორც ცნობილია, Zara-ს გარდა რუსეთის ბაზარს ასევე დატოვებენ შემდეგი ბრენდები: Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe.
ამ დროისთვის, რუსეთში აღნიშნული ბრენდების მაღაზიებში 9 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
"ინტერპრესნიუსი"