"ქეთა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო მონაწილეობას არ იღებს! შეგრცხვათ?" - რას წერს ნატო დუმბაძე? - კვირის პალიტრა

"ქეთა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო მონაწილეობას არ იღებს! შეგრცხვათ?" - რას წერს ნატო დუმბაძე?

პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრემლში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქეთა თო­ფუ­რია არ მი­ი­ღებს.

მისი თქმით, ქარ­თველ­მა მომ­ღე­რა­ლი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­აკ­რი­ტი­კეს.

"მე კი ვი­ცო­დი, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერ­დი. ბო­ლომ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ვინ მტე­რი და ვინ მოყ­ვა­რეა, მინ­და გა­გიც­რუ­ოთ იმე­დე­ბი და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ქეთა ამ კონ­ცერ­ტზე პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გამო არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას!

შეგრცხვათ? თუმ­ცა არა, ეს ხომ ის კას­ტაა, გა­და­უ­მოწ­მებ­ლად სა­კუ­თარს ხალ­ხს ასე გა­და­უ­ა­როს, ბოლი გა­მო­უშ­ვას და ალან­ძღი­ნოს!" - წერს დუმ­ბა­ძე.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქეთა თო­ფუ­რია, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი სარ­ვა­მარ­ტო კონ­ცერ­ტზე კრემლში იმ­ღე­რე­ბენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა 6 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა რუ­სეთ­ში ნაკ­ლე­ბად ეკონ­ცერ­ტე­ბათ, რად­გან მათი ეკო­ნო­მი­კა ჩა­მოშ­ლის პი­რას არის და მსოფ­ლიო ყო­ველ­დღი­უ­რად აწე­სებს რუ­სე­თის მი­მართ ახალ-ახალ სან­ქცი­ებს. (გაგრძელება)