"ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა" - რატომ აკრიტიკებენ რუსები ვარსკვლავურ ოჯახს?
ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა - ამ სათაურებით ვრცელდება ინფორმაცია რუსულ მედიაში. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ პრიმადონა რამდენიმე დღეა, რაც რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
თვითმხილველის თქმით, პუგაჩოვა უმცროს შვილებთან ერთად ვნუკოვოს აეროპორტში შენიშნა. ცნობილი ფაქტია, რომ ალა ბორისოვნა კერძო თვიმთფრინავით სარგებლობს.
ვარსკვლავურ ოჯახს ქვეყნის დატოვების ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთში აღარ არიან.
ერთ-ერთი რუსული მედიის ინფორმაციით, პრიმადონა შესაძლებელია ამერიკაში, ქალიშვილთან გაფრენილიყო. უკვე დიდი ხანია, რაც კრისტინა ორბაკაიტე შვილებთან და მეუღლესთან ერთად შტატებში ცხოვრობს.
ქვეყნის დატოვებამდე ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის კარიერა მხოლოდ ერთი განცხადების გამო დაინგრა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა.
ამ განცხადების შემდეგ გაუქმდა გალკინის სპექტაკლები ყაზანსა და არხანგელსკში, რამდენიმე სარეკლამო კომპანიამ კი კონტრაქტი შეუწყვიტა. (გაგრძელება)