"უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ 351-ს მიაღწია, დაშავებულია 707 ადამიანი "
უკრაინაში რუსეთის შეჭრის 10 დღის შემდეგ, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ 351-ს მიაღწია, დაშავებულია 707 ადამიანი, - ამის შესახებ გაეროს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „როიტერსი“ ავრცელებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) დამკვირვებლების თქმით, სამოქალაქო პირების უმეტესობის გარდაცვალება სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა გამოიწვია.
„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR )თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია“- აღნიშნულია OHCHR-ის განაცხადებაში.