რუსული ელიტა Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება - რას წერენ შოუბიზნესის წარმომადგენლები Facebook-ის დაბლოკვის შემდეგ?
რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს. გადაწყვეტილება "როსკომნადზორმა" მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება Facebook-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვების გამოყენებას ეხება. მათი თქმით, შეზღუდვები შეეხო არხს "ზვეზდა", პროპაგანდისტულ სააგენტოს "რია ნოვოსტი", "სპუტნიკი", Russia Today, ასევე "ლენტა.რუ" და "გაზეტა.რუ".
რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოფიციალურ "ინსტაგრამ" გვერდებს ნელ-ნელა ემშვიდობებიან და აუდიტორიას ახალგახსნილ Telegram-ის არხებსა და Vkontakt-ზე ეპატიჟებიან.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთში Instagram -იც გამოირთოს. პირველი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, თინა კანდელაკი გახლდათ და თავის გამომწერებს სთხოვა, Telegram-ის გვერდზე გაყოლოდნენ.
რუსულ მედიაში წერენ, რომ რუსი მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები და პოლიტიკოსებიც კი მასიურად რეგისტრირდებიან Telegram-ზე, Odnoklassnik-ში და აღადგენენ Vkontakt-ეს გვერდებს.
ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა იანა რუდკოვსკაიამ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე თავისი გვერდი აღადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გამომწერებთან კავშირზე ყოფილიყო, იძულებული გახდა ყველა პოსტი ინსტაგრამიდან Vkontakt-ზე გადაეტანა. (გაგრძელება)