"მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის" - კვირის პალიტრა

"მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის"

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია "УKPAIHA 24"-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.

„მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი - ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში,“- აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.