რუსულმა ძალებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ახალი დარტყმა განახორციელეს, მაღალსართულიანი შენობა იწვის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო : „სევერნაიას ქუჩა, ხარკოვი ღამის დაბომბვის შემდეგ".

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:00 საათზე დედაქალაქ კიევში, რამდენიმე რაიონში, აფეთქებების ხმა გაისმა, გამოაცხადეს საჰაერო განგაში და მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"