ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინას გაუზრდის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო და შეაქო უკრაინელი ოპერატორების ოსტატობა და გამბედაობა, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინარჩუნეს, - ამის შესახებ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ქმედებებს, რასაც შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები და კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახორციელებენ იმისთვის, რომ გაზარდონ რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის განხორციელების გამო გადახდილი საფასური,“- ნათქვამია თეთრი სახლი ინფორმაციში.
მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა კომპანიების, Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთში მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინას გაუზრდის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას და რომ მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები.
"ინტერპრესნიუსი"