"ელონ მასკს ვესაუბრე. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას" - კვირის პალიტრა

"ელონ მასკს ვესაუბრე. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს ელონ მასკს ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ელონ მასკს ვესაუბრე. მადლობელი ვარ მისი უკრაინის მიმართ სიტყვითა და საქმით მხარდაჭერისთვის. მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ,“- წერს ზელენსკი ტვიტერში.

"ინტერპრესნიუსი"