საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 625 372.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 554 533.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 366 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 204, ქვემო ქართლი - 74, შიდა ქართლი - 85, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

"ინტერპრესნიუსი"