"მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ" - კვირის პალიტრა

"მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ"

თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

"თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ“, – ეს სიტყვები ფილმში „მზე შემოდგომისა“ მწერალმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა თავისი სცენარის მთავარ გმირს, მხატვარ ვახტანგს ათქმევინა, რომლის პროტოტიპი თავად იყო, ამ სიტყვების ადრესატი კი მედეა ჯაფარიძე გახლდათ.

მათი სიყვარულის ისტორიაზე კი არაერთხელ დაწერილა, ამბობენ, რომ რეზო თაბუკაშვილი უმშვენიერეს მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა".

foto-1646555764.jpg