აშშ და კანადა მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ - კვირის პალიტრა

აშშ და კანადა მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ანგარიშებში.

ორივე დეპარტამენტი ასევე ურჩევს თავის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ რუსეთის ფედერაციაში.

„არ იმოგზაუროთ რუსეთის ფედერაციაში უკრაინაზე რუსი სამხედროების გაუმართლებელი თავდასხმის გამო, რუსეთის უშიშროების წარმომადგენლების მიერ აშშ-ის მოქალაქეების შევიწროების შესაძლებლობის, საელჩოს შეზღუდული შესაძლებლობის გამო, დაეხმაროს აშშ-ს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ს მოქალაქეებს ასევე შეახსენეს, რომ შეზღუდული კომერციული ფრენის ვარიანტები, ისევე როგორც ღია სახმელეთო მარშრუტები მანქანით და ავტობუსით, კვლავ ხელმისაწვდომია.

„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა შესაბამისი მიმართვა მოქალაქეების მიმართ.

„თუ ამჟამად რუსეთში იმყოფებით, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ, სანამ კომერციული მოგზაურობის ვარიანტები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"