გაერო - რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

გაერო - რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა.

მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.

სტატისტიკა რეგიონების მიხედვით: დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 86 დაიღუპა და 385 დაიჭრა. კერძოდ, 355 - უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 116 - ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სხვა რეგიონებში 265 დაიღუპა და 322 დაშავდა.

ადამიანის უფლებათა ბიუროს ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა დიდი ფართობის ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო თავდასხმებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დასახლებულ პუნქტებზე რუსი სამხედროების მიერ საჰაერო დარტყმების შედეგად ჩერნიგოვში სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. იმავე დღეს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"