"ევროკავშირი აბსოლუტურად არ ომობს რუსეთთან. ომი გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ" - რას აცხადებს შარლ მიშელი? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი აბსოლუტურად არ ომობს რუსეთთან. ომი გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ" - რას აცხადებს შარლ მიშელი?

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთთან ტრაგიკული ვითარების მიუხედავად, ევროკავშირს ღიად აქვს დატოვებული კავშირის ყველა არხი.

ამის შესახებ მან ფრანგულ ჟურნალთან lejdd.fr -სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ევროკავშირი აბსოლუტურად არ ომობს რუსეთთან. ომი გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მეგობრული ქვეყანაა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს მყოფი. ამიტომაც ვუჭერთ მხარს უკრაინას ყველა დონეზე. რუსეთთან, ტრაგიკული ვითარების მიუხედავად, რომელსაც ძალიან განვიცდით, ჩვენ ღია გვაქვს კავშირის ყველა არხი, თუნდაც ის იყოს რთული და ფაქიზი. ამავდროულად, სრული გამჭვირვალობით, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს უკრაინის მდგრადობას და წინააღმდეგობას", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"