"მსურს, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო რუს სპორ­ტსმე­ნებს ამ რთულ დროს" - რას წერს თინა კანდელაკი - კვირის პალიტრა

"მსურს, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო რუს სპორ­ტსმე­ნებს ამ რთულ დროს" - რას წერს თინა კანდელაკი

ჟურ­ნა­ლის­ტი, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რი, თინა კან­დე­ლა­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ჯე­რად ის რუს სპორ­ტსმე­ნებს უცხა­დებს სო­ლი­და­რო­ბას.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის გამო, და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და სან­ქცი­ე­ბი სპორ­ტსმე­ნებ­საც შე­ე­ხოთ. ისი­ნი თით­ქმის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რი­დან მოხ­სნეს.

თინა კან­დე­ლა­კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა უღა­ლა­ტა თა­ვის ლო­ზუნგს - "სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა.“

"მსურს, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო რუს სპორ­ტსმე­ნებს ამ რთულ დროს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა უღა­ლა­ტა თა­ვის ლო­ზუნგს - „სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა.“

ამას ვერ ვუ­ყუ­რებ მშვი­დად. 6 წელი ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სპორ­ტულ არხს. ოდეს­მე, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და და­წყნარ­დე­ბა, სპორ­ტი იქ­ნე­ბა ის, რაც კვლავ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს. სპორ­ტსმე­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გარე სამ­ყა­როს­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბას და­ი­წყე­ბენ” - წერს თინა კან­დე­ლა­კი.