"რუსეთმა დონეცკი-მარიუპოლის გაზსადენი დააზიანა და 700 000-ზე მეტი ადამიანი გათბობის გარეშე დატოვა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა დონეცკი-მარიუპოლის გაზსადენი დააზიანა და 700 000-ზე მეტი ადამიანი გათბობის გარეშე დატოვა"

რუსეთმა დონეცკი - მარიუპოლის მილსადენი დააზიანა, რის გამოც 700 000-ზე მეტი ადამიანი გათბობის გარეშეა დარჩენილი, მაშინ, როცა გარეთ ტემპერატურა 0°C-ზე დაბალია, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა ინა სოვსუნმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იქვე აღნიშნა, რომ თითქმის ერთი მილიონი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება და მათ გაყინვის რისკი ემუქრებათ.