რუსეთი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის საკუთარი აეროდრომების შეთავაზებას, კონფლიქტში ჩართვად განიხილავს - კვირის პალიტრა

რუსეთი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის საკუთარი აეროდრომების შეთავაზებას, კონფლიქტში ჩართვად განიხილავს

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკრაინას თავის აეროდრომებს რუსეთის ძალებზე თავდასხმისთვის შესთავაზებს, კონფლიქტში ჩართვად შეიძლება, ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

„ამ ქვეყნების აეროდრომების ქსელების გამოყენება უკრაინული სამხედრო თვითმფრინავების ბაზირებისთვის და მათი შემდგომი გამოყენება რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, შეიძლება, ჩაითვალოს ამ სახელმწიფოების შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იგორ კონაშენკოვს.

Sky News-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული განცხადება პოლონეთის მიერ უკრაინისთვის თავისი სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების განხილვის პარალელურად გააკეთა.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "ძალიან აქტიურად საუბრობს" პოლონეთისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინაში გაგზავნის.

"ინტერპრესნიუსი"