უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას აპირებს - კვირის პალიტრა

უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას აპირებს

უკ­რა­ი­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭერ ჟურ­ნა­ლისტს, თინა კან­დე­ლაკს, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა ავ­რცე­ლებს. რო­გორც ვე­ნე­დიქ­ტო­ვა "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კვე­ბავს სხვა­დას­ხვა სა­ხის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­შიც, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თინა კან­დე­ლა­კიც იღებს.

გენპ­რო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა შე­ის­წავ­ლეს თინა კან­დე­ლა­კის ტე­ლეგ­რა­მის არ­ხე­ბის კონ­ტენ­ტი და "უკი­დუ­რე­სად გა­ოც­დნენ", ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რო­რის შე­ფა­სე­ბით, კან­დე­ლა­კის მო­წო­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და. ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა კან­დე­ლაკს კარ­გი ად­ვო­კა­ტის მო­ძებ­ნას ურ­ჩევს და აფრ­თხი­ლებს, რომ თუ იგი ეც­დე­ბა სხვა ქვეყ­ნა­ში გა­დას­ვლას, მას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვე­ბენ.

"პრო­კუ­რო­რე­ბი, თქვე­ნი ტე­ლეგ­რა­მის არ­ხის ში­ნა­არ­სის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, უკი­დუ­რე­სად გა­ოც­დნენ - თქვენ ხართ კრემ­ლის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის იდე­ე­ბი­სა და ლო­ზუნ­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი "გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი". მა­გა­ლი­თად, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს თქვენს მიმ­დევ­რებს ასე­თი აზრი შეს­თა­ვა­ზეთ: "უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, თუკი ზე­ლენ­სკი და უმაღ­ლე­სი რა­დას ის დე­პუ­ტა­ტე­ბი, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ახერ­ხებ­დნენ უკ­რა­ი­ნის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბას, და­ტო­ვე­ბენ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას. ვფიქ­რობ. ია­ნუ­კო­ვი­ჩი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ოპე­რა­ცია და­ი­წყო". დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ და კარ­გად იცით, რომ თქვე­ნი მო­წო­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლია. თქვე­ნი საპ­რო­ცე­სო სტა­ტუ­სი უკ­რა­ი­ნა­ში არის პირი, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ი­წყებს თქვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცესს. უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­და გთხო­ვოთ, არის კარ­გი ად­ვო­კა­ტე­ბის პოვ­ნა. თუ თქვენ ეც­დე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი და­გა­კა­ვე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის." - წერს უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი.

უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნე­ლა­კი მხი­ლე­ბუ­ლია "კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის იძუ­ლე­ბით შეც­ვლის ან დამ­ხო­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში".

წყარო