"უკრაინელებს აქვთ "მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის შემთხვევაში"
"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინელებს აქვთ „ამა თუ იმ გზით მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS-ის ეთერში, „Face the Nation“-თან ინტერვიუში განაცხადა.
იქვე, ბლინკენმა ზელენსკი შეაქო, მიმდინარე კრიზის ფონზე, გამოვლენილი "ლიდერობისთვის".
გარდა ამისა, CNN-ი წერს, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ, „თუ როგორ დაუჭერს მხარს დასავლეთი დევნილობაში მყოფ უკრაინის მთავრობას, თუკი მას კიევიდან გაქცევა მოუწევს“.
მათივე ინფორმაციით, დისკუსიებისას განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში პოტენციური გადასვლა, ისევე როგორც ზელენსკისა და მისი თანაშემწეების პოლონეთში გადასვლა და იქ ახალი, ემიგრაციული მთავრობის დაარსება, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ხელმძღვანელობა იძულებული გახდება ქვეყნიდან გაიქცეს.