"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს" - კვირის პალიტრა

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს"

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს მის ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს, რომელთაც ბირთვული ობიექტი გასულ კვირას დაიკავეს - ამის შესახებ უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა.­

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

”მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ”, - აღნიშნა გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ და იქვე დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა გამორთეს ზოგიერთი ფიჭური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი, რაც ართულებს ატომურ სადგურთან კომუნიკაციას.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მენეჯმენტს და პერსონალს უნდა მიეცეთ საშუალება შეასრულონ თავიანთი სასიცოცხლო მოვალეობები სტაბილურ პირობებში, ზედმეტი გარე ჩარევისა და ზეწოლის გარეშე.

"ინტერპრესნიუსი"