"ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს მისი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდება"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნები და თქვა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი“ ავრცელებს.
ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონმა კვირა დილით პუტინს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები კვლავ გადასცა, ისევე როგორც მოითხოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოპერირების უფლება.
შეგახსენებთ, კრემლის ინფორმაციით, დღეს ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას "დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს".
"ინტერპრესნიუსი"