"12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის ასაკში ყველაფერს გავაკეთებ რუსების შესაჩერებლად“ - რა თქვა დავით არახამიამ "ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში - კვირის პალიტრა

"12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის ასაკში ყველაფერს გავაკეთებ რუსების შესაჩერებლად“ - რა თქვა დავით არახამიამ "ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

"ერ­თა­დერ­თი ნა­წი­ლი, რა­ზეც შე­თან­ხმე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, არის ყი­რი­მი და ე.წ. რეს­პუბ­ლი­კე­ბი, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რე­ბა­საც რუ­სე­თი ჩვენ­გან და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. სა­უ­ბა­რია არა პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, არა­მედ უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს და­უშ­ვე­ბენ ამას" - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, უკ­რა­ი­ნა - რუ­სეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა, და­ვით არა­ხა­მი­ამ "ფოქს ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტმა უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს კი­თხვა ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვა, რა­ზეც არა­ხა­მი­ამ მი­უ­გო, რომ "ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი არ არი­ან მზად, გა­ნი­ხი­ლონ უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა უახ­ლო­ე­სი ხუთი-ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში".

"ჩვენ არ ვიბ­რძო­ლებთ ნა­ტოს გა­ნა­ცხა­დის­თვის, ვიბ­რძლებთ შე­დე­გის­თვის, მაგ­რამ არა პრო­ცე­სის­თვის. ჩვენ მზად ვართ, გან­ვი­ხი­ლოთ ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­და­პი­რი გა­რან­ტი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან, რო­გო­რი­ცაა აშშ, ჩი­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, შე­საძ­ლოა გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი. ჩვენ მზად ვართ, გან­ვი­ხი­ლოთ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი უფრო ფარ­თო წრე­ში, არა მარ­ტო რუ­სეთ­თან ორ­მხრივ დის­კუ­სი­ებ­ში, არა­მედ სხვა პარტნი­ო­რებ­თა­ნაც", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ვით არა­ხა­მი­ას ჰკი­თხა, თუ რა გან­ცდა აქვს, მას რო­გორც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილს, როცა ის რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან ზის და როცა მისი ორი­ვე სამ­შობ­ლო რუ­სე­თის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ლი­დერ­მა "სი­გი­ჟე უწო­და“, 12 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას და სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი მის ქვე­ყა­ნა­ში შე­იჭრ­ნენ.

"აქ [უკ­რა­ი­ნა­ში] გად­მო­ვე­დი, გა­ვი­ზარ­დე, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ავა­შე­ნე, ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და ჩემი შვი­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ბად­ნენ. 12 წლის ვერ ვიბ­რძო­ლებ­დი და ახლა - 42 წლის ასაკ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მათ [რუ­სე­ბის] შე­სა­ჩე­რებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დე­გი რა­უნ­დი 7 მარტს იგეგ­მე­ბა. და­ვით არა­ხა­მია უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლია.

ambebi.ge