TikTok-ი რუსეთში ზოგიერთ სერვისს აჩერებს - კვირის პალიტრა

TikTok-ი რუსეთში ზოგიერთ სერვისს აჩერებს

TikTok-მა განაცხადა, რომ აჩერებს ზოგიერთ სერვისს რუსეთში, ქვეყნის ახალი კანონის ფონზე, რომელიც "ყალბ ამბებს" დასჯადს ხდის.

„რუსეთის ახალი „ყალბი ამბების“ კანონის გათვალისწინებით, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაცია და ახალი კონტენტი ჩვენი ვიდეო სერვისისთვის, სანამ განვიხილავთ ამ კანონის უსაფრთხოების შედეგებს“, - წერს კომპანია "ტვიტერზე".

კომპანიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული გარემოების შეფასებას განაგრძობენ.

"რათა განვსაზღვროთ, როდის შევძლებთ აღვადგინოთ ჩვენი სერვისები უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტით“ , - განაცხადეს კომპანიაში.