რუსული ავიაიერიშის შედეგად, ხარკოვში ტელე-რადიო მაუწყებლობა შეწყდა
"უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, რუსეთის სამხედრო ავიაიერიშების შემდეგ ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა შეწყდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხარკოვის სატელევიზიო ანძის "განმეორებითმა დაბომბვამ" ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა შეწყვიტა.
„განადგურებულია შენობის ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილი და ჯერ კიდევ ფასდება თავად ანძების დაზიანების ხარისხი“, - ნათქვამია რეგიონული ადმინისტრაცის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 1 -ელ მარტს, რუსეთმა ავიაიერიშები განახორციელა კიევის სატელევიზიო ანძაზეც, რამაც სხვადასხვა მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"