ომების წარმოების სახელმძღვანელოში შესატანად - უკრაინელებმა კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსული ჰაუბიცების დივიზიონი დაადუღეს
ომი საშინელებაა, მაგრამ ისიც ხელოვნებაა, ადამიანის სხვადასხვა მეთოდებით მკვლელობის ხელოვნება, რაც არ უნდა საშინლად და მიუღებლად უნდა ჟღერდეს ეს ბევრი თქვენგანისთვის...
ამიტომაც პროფესინალი სამხედრო არა მგონია პროფესინალურ ფეხბურთელზე ნაკლები ღირდეს (ისე ფეხბურთელების ტრანსფერების ფასი მართლაც ფანტასტიკურია) ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, როდესაც სამშობლოს ძალზე უჭირს და ის პროფესიონალურ დონეზე სწორედ სამხედრომ უნდა დაიცვას.
6 მარტს უკრაინელმა არტილერისტებმა ისეთი მასტერკლასი ჩაუტარეს მათ სამშობლოში შეჭრილ რუს ოკუპანტებს, რომ ეს ომების სახელმძღვანელოში დიდი ასოებით უნდა ჩაიწეროს, როგორც წარმოუდგენლად წარმატებული კონტრსაბატარეო ბრძოლის საუკეთესო მაგალითი.

ამ სტატიაში წარმოდგენილ ფოტოებში საუკეთესოდ ჩანს თუ რას დაემსგავსა რუსი ოკუპანტების „დ-30“ ტიპის 10-12 ჰაუბიციანი დივიზიონის საცეცხლე პოზიცია უკრაინელების მიერ განხორციელებული უზუსტესი კონტრსაბატარეო ცეცხლის შედეგად.
აი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბუქსირებადი არტილერიის მომავალი აღარ არსებობს, მხოლოდ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც ორიოდე წუთში რამდენ გასროლასაც მოასწრებენ, შემდეგ, სასწრაფოდ უნდა დატოვონ პოზიცია, რომ მოწინააღმდეგის საპასუხო კონტრსაბატარეო საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

ეს ძალიან მარტივი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოსტულატი დაივიწყეს რუსმა ოკუპანტმა არტილერისტებმა და ღირსეულადაც დაისაჯნენ...
კონტრსაბატარეო ცეცხლის ზუსტად კორექტირებისთვის უკრაინელმა პროფესიონალმა არტილერისტებმა სავარაუდოდ, გამოიყენეს თავის დროზე ამერიკელების მიერ გადაცემული სპეციალური რადიოლოკატორი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ნაღმების, ჭურვებისა და რაკეტების გასროლას აფიქსირებს, წამებში გამოთვლის მათი ფრენის ტრაექტორიას და ცეცხლის მართვის ოფიცერს აწვდის მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების ზუსტ კოორდინატებს - წუთზე ნაკლებ დროში ყველაფერი მზადაა საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გასასხნელად.

ასევე ცეცხლის კორექტირებისთვის უკრაინელმა არტილერისტებმა შეიძლება ისარგებლეს ვიდოკამერიანი დრონის „მომსახურებითაც“...
აეფთქებებით გადათხრილი მინდორი და დამწვარი სატვირთო ავტომობილები იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა რუსების საცეცხლე პოზიცია უფრო „გრადისა“ ან „ურაგანის“ რაკეტების ზალპებით დაადუღეს, ვიდრე ლულიანი საარტილერიო დანადგარებიდან ნასროლი ჭურვებით.

უნდა ითქვას, რომ უკრაინელი მებრძოლები და მოსახლეობაც ყველაზე გაბრაზებულნი რუს არტილერისტებსა და პილოტებზე არიან.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცრაზმელებმა საგანგებო მიმართვაც კი გაავრცელეს-რუსო არტილერისტებო, იმის გამო, რომ დაუნდობლად ბომბავთ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავთ, ამის შემდეგ ტყვედ აღარ აგიყვანთ და ადგილზევე გამოგჭრით ყელს ღორებივით, მიუხედავად იმისა, ქვემეხის მემიზნე ხარ, ჭურვის მიმწოდებელი თუ ამ ქვემეხის მატარებელი სატვირთოს მძღოლიო...
გადაღებულ ფოტოებში არ მოჩანს დაღუპული რუსი არტილერისტების გვამები (ვიღაც აუცილებლად შეეწირებოდა ასეთ რაკეტცვენას), მაგრამ ჰაუბიცების ლულები სწორედ ქალაქ ნიკოლაევის საცხოვრებელ კორპუსებზეა დამიზნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ამ ადგილის საშინელ დაბომბვას გადარჩენილი რუსი არტილერისტები ეტყობა ღორებად „აღიქვეს“ უკრაინელმა სპეცრაზმელებმა და დანაქადნი აუსრულეს...