"ვინც ჩემი საქ­მე მო­გი­ტა­ნათ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სამ­სა­ხუ­რი­დან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო" - რას წერს თინა კანდელაკი - კვირის პალიტრა

"ვინც ჩემი საქ­მე მო­გი­ტა­ნათ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სამ­სა­ხუ­რი­დან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო" - რას წერს თინა კანდელაკი

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, რო­გორც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ებ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­შიც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი და­უ­პი­რის­პირ­და. მათ­მა ნა­წილ­მა ქვე­ყა­ნაც კი და­ტო­ვა. ომის და­წყე­ბის დღი­დან პუ­ტი­ნის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რი­გებ­შია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­ლე­დი და ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი.

ომის დღე­ებ­ში კან­დე­ლა­კის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოს­ტებ­მა მისი წარ­მო­შო­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქარ­თვე­ლე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მათი ნა­წი­ლი გვა­რის ჩა­მორ­თმე­ვი­თაც კი და­ე­მუქ­რა.

თინა კან­დე­ლა­კის პოს­ტე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე" უამ­რავ­ჯერ და­რე­პორტდა. ამის შემ­დეგ კან­დე­ლაკ­მა კომ­ფორ­ტის ზონა მო­ი­წყო და "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თა­რი არხი შექ­მნა, სა­დაც რა­საც უნდა იმას წერს და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პოს­ტე­ბის წე­რას აგ­რძე­ლებს.

სწო­რედ ეს გახ­ლდათ მი­ზე­ზი, რომ მის მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა თინა კან­დე­ლაკს, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს.

გენპ­რო­კუ­რორ ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა შე­ის­წავ­ლეს თინა კან­დე­ლა­კის "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბის კონ­ტენ­ტი და "უკი­დუ­რე­სად გა­ოც­დნენ", ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რო­რის შე­ფა­სე­ბით, კან­დე­ლა­კის მო­წო­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და. ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა კან­დე­ლაკს კარ­გი ად­ვო­კა­ტის მო­ძებ­ნას ურ­ჩევს და აფრ­თხი­ლებს, რომ თუ იგი ეც­დე­ბა სხვა ქვეყ­ნა­ში გა­დას­ვლას, მას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კან­დე­ლა­კი მხი­ლე­ბუ­ლია "კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის იძუ­ლე­ბით შეც­ვლის ან დამ­ხო­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში".

თინა კან­დე­ლაკ­მა გვი­ან ღა­მით ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე უპა­სუ­ხა. კან­დე­ლა­კი წერს, რომ არ ეში­ნია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის, ასე­ვე კვლა­ვინ­დე­ბუ­რად არ იშ­ლის და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს, ვი­ნა­ი­დან მისი გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ცავს ძა­ლი­ან ბევრ ტყუ­ილს, გთა­ვა­ზობთ მხო­ლოდ მის ფრაგ­მენტს.

"ძვირ­ფა­სო ირი­ნა ვა­ლენ­ტი­ნოვ­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა! მე არ მოგ­მარ­თავთ "პა­ტივ­ცე­მუ­ლო", რად­გან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რებს პა­ტივს სცე­მენ არა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის­თვის, არა­მედ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მი­მართ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის. თქვენს გან­ცხა­დე­ბას კი ეს არ შე­ე­ხე­ბა და როცა ამ ტექ­სტის კი­თხვას და­ას­რუ­ლებთ, მიხ­ვდე­ბით რა­ტო­მაც. თქვენ მა­და­ნა­შა­უ­ლებთ, რომ რუს და უკ­რა­ი­ნელ მო­სახ­ლე­ო­ბას ვაფრ­თხი­ლებ­დი, რომ არ და­ი­ჯე­რონ ყალ­ბი ცნო­ბე­ბი. კონ­ფლიქ­ტის დროს ყო­ველ­თვის ბევ­რი ტყუ­ი­ლია, რო­გორც თქვენს ტექ­სტში. არ ვიცი, რო­გო­რი პრო­კუ­რო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ თქვენ­თან, ისი­ნი ნამ­დვი­ლად არ იცა­ვენ თქვე­ნი ფორ­მის ღირ­სე­ბას. ვინც ჩემი საქ­მე მო­გი­ტა­ნათ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სამ­სა­ხუ­რი­დან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო. თქვენ ცი­ტი­რებთ ჩემს 24 თე­ბერ­ვლის ტექსტს, სა­დაც მე ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და რა­დას დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვას და ია­ნუ­კო­ვი­ჩის დაბ­რუ­ნე­ბას. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ეს სი­ტყვე­ბი არც 24 თე­ბერ­ვალს მით­ქვამს და არც სხვა დღეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ გა­მო­რი­ცხავს უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­საძ­ლო გაქ­ცე­ვას...

ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც თქვენ მი­მარ­თეთ, უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვებს თქვენს წი­ნა­და­დე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად არ გა­მო­მა­ცხა­დებს", - წერს კან­დე­ლა­კი.

წყარო