რუსეთში იმ მომღერლების დაბლოკვა დაიწყეს, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც - კვირის პალიტრა

რუსეთში იმ მომღერლების დაბლოკვა დაიწყეს, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - მათ შორის არის ვალერი მელაძეც

სამი დღის წინ რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის პრი­მა­დო­ნამ ალა პუ­გა­ჩო­ვამ, ოჯახ­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მომ­ღე­რა­ლი მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რინ­და. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პუ­გა­ჩო­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ქა­ლიშ­ვილ კრის­ტი­ნა ორ­ბა­კა­ი­ტეს­თან გაფ­რინ­და, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბია ცხოვ­რობს.

ალა პუ­გა­ჩო­ვას შემ­დეგ რუ­სე­თი და­ტო­ვა მომ­ღე­რალ­მა ზემ­ფი­რამ, მსა­ხი­ობ­მა რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვამ და ჟურ­ნალ­სიტ­მა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მაც. ესე­ნი ის ადა­მა­ი­ნე­ბი არი­ან ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის ფაქ­ტი დაგ­მეს და ახლა რუ­სე­თის რე­ჟიმს გა­ექ­ცნენ.

გუ­შინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ხელ­წო­დე­ბით "რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფი“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ჰოლ­დინ­გში შე­დის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სად­გუ­რი "რუ­სუ­ლი რა­დიო“ და ტე­ლე­არ­ხი RU.TV. გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვე­ტენ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რულ მომ­ღერ­ლებ­თან: პო­ტა­პთან, ივან დორნ­თან, მაქს ბარ­კის­თან, ნას­ტი­ას­თან, ვერა ბრეჟნე­ვას­თან და ვალ­დე­რი მე­ლა­ძეს­თან. ასე­ვე რუ­სულ ჯგუ­ფებ­თან" "აკ­ვა­რი­უ­მი“ და Маша 2.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონი და სცე­ნა­ზე მუ­სი­კო­სე­ბის რუ­სე­თი­სა და მათი კო­ლე­გე­ბის მი­მართ მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და. რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, შე­ე­წყვი­ტა არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ მუ­სი­კო­სებ­თან...“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში. განაგრძეთ კითხვა