"ახლა კიევი ძლიერმა აფეთქებებმა შეძრა" - კვირის პალიტრა

"ახლა კიევი ძლიერმა აფეთქებებმა შეძრა"

"ახლა, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. მათი მოსმენა განსაკუთრებით ძლიერად, ვინოგრადარიდან არის შესაძლებელი", - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე სხვა უბნების მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ აფეთქების ხმა ესმით.

„მე მესმის არა მხოლოდ ძლიერი აფეთქებები, რომლებიც აზანზარებენ ფანჯრებსა და კარებს, არამედ ვხედავ თვითმფრინავებსაც, რომლებიც დაფრინავენ ჩემი სახლის თავზე“, - ამბობს კიევის ერთ-ერთი მიკრორაიონის მცხოვრები, რასაც უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.