"აშკარად უადგილოდ ჩანს - რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება" - კვირის პალიტრა

"აშკარად უადგილოდ ჩანს - რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება"

"აშკარად უადგილოდ ჩანს - რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ნაბიჯი მხოლოდ ცალმხრივად რუსეთის მხრიდან არის გადადგმული და არ აქვს ინფორმაცია, რას აპირებს ქართული მხარე.

"აშკარად უადგილოდ ჩანს, რა დროს რძის პროდუქტებია, როცა ის ხდება, რაც ხდება. ვეცადე მომეძიებინა ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს არის 2-3 წლის წინ დაწყებული მოლაპარაკების პროცესი, რომელზეც ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგა ჯერჯერობით ცალმხრივად, რუსეთიდან. არ ვიცი ჩვენ რას ვაპირებთ. მეხუთეჯერ ვიტყვი, მართლა უადგილოდ მომეჩვენა ეს", - განაცხადა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"