"სად არის პუტინი? რუსებს გვჩაგრავენ, რატომ არ გვეხმარება?" - კვირის პალიტრა

"სად არის პუტინი? რუსებს გვჩაგრავენ, რატომ არ გვეხმარება?"

3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანფისა რეზცოვამ რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთის შესახებ ისაუბრა.

"არ მესმის, როცა 2018 წელს ჩვენებს კორეის ოლიმპიადაზე არ უშვებდნენ, ბევრი ამბობდა, დროშისა და ჰიმნის გარეშე არ წახვიდეთო. განსაკუთრებით დეპუტატები გამოდიოდნენ. არა, ვინ არიან საერთოდ? სპორტთან რა შეხება აქვთ? სხედან და ხალხის ფულებს იჯიბავენ. სპორტსმენები ნახევარ ცხოვრებას სპორტს ახმარენ და ოლიმპიადაზეც არ წავიდნენ?!

აი, დღეს, როცა ჩვენს გოგო-ბიჭებს საერთაშორისო არცერთ ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლებას არ აძლევენ, მე მაქვს შეკითხვა: "რატომ არ აქვს ამაზე რეაქცია ჩვენს პრეზიდენტს? რატომ არ იბრძვის პუტინი ჩვენი სპორტისა და სპორტსმენებისთვის?". თითქოს არაფერში არ იყვნენ დამნაშავეები. პოლიტიკური საკითხები თქვენ გადაწყვიტეთ, სპორტსმენები რა შუაში არიან? მით უმეტეს, პარაოლიმპიელები, რომლებსაც არაადამიანურად მოექცნენ. საშინელებაა, რაც ხდება", - თქვა რეზცოვამ.

57 წლის ანფისა რეზცოვას ბიატლონსა და თხილამურებით სრიალში, ჯამში, 5 ოლიმპიური ოქრო აქვს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

sportall.ge