"სიცხეები ჰქონდა... ტესტი გაუკეთდა და კოვიდი არ დაუდასტურდა" - როგორია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"სიცხეები ჰქონდა... ტესტი გაუკეთდა და კოვიდი არ დაუდასტურდა" - როგორია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნი­ათ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ჰყავთ, რაც ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის მი­ზე­ზი ში­შის ფაქ­ტო­რია“, - გვი­თხრა ამ დი­ლით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძემ და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა შეძ­ლეს.

"თან­და­თან ვარ­კვევთ მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან არა­ვის უშ­ვებ­დნენ, მის ად­ვო­კა­ტებ­საც კი, ამი­ტომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იმ მო­ტი­ვით ზღუ­დავს, რომ ეში­ნია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელო­დე­ბა რით დამ­თავ­რდე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ამ­ბა­ვი, ამის მი­ხედ­ვით მო­უ­წევთ მოქ­მე­დე­ბა და ამი­ტომ ურ­ჩევ­ნი­ათ, სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცი­ონ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი. აქამ­დე არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, სი­ცხე­ე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და თუ არა ექ­სპრე­ზი­დენტს კო­ვი­დი. დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­გორც იქნა, შე­უშ­ვეს გრი­გოლ ვა­შა­ძე და მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილს ტეს­ტი გა­უ­კეთ­და და კო­ვი­დი არ და­უ­დას­ტურ­და. ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის თქმით, მიშა შიმ­ში­ლობს და სუს­ტა­დაა, მეტი არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.