"სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ხალხი იღუპება. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტის მოპოვება" - კვირის პალიტრა

"სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ხალხი იღუპება. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტის მოპოვება"

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება დღითიდღე უარესდება და მისი "ქვეყანა სანქციებით გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას". ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

"სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ხალხი იღუპება. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტის მოპოვება", - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ს.

შეგახსენებთ, მაკრონსა და პუტინს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გუშინ, 6 მარტს შედგა, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

"ინტერპრესნიუსი"