ბლუმბერგი:"ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ მიმდინარე კვირას უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს" - კვირის პალიტრა

ბლუმბერგი:"ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ მიმდინარე კვირას უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს"

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ მიმდინარე კვირას უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს ბლოკში

გასაწევრიანებლად.

ამის შესახებ, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, "ბლუმბერგი“ წერს.

გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ევროკომისიამ, თავდაპირველად, გამოთქვას საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ წევრობის მოპოვების პროცესზე, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ წინადადებას, ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანია უკრაინის განაცხადის მხარდაჭერა, თუნდაც წევრობის მოპოვების პროცესი იყოს ხანგრძლივი და რთული.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის განაცხადის განხილვა უახლოეს დღეებში იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"