დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა

უკრაინაში არსებული “უსაფრთხოების სერიოზული სიტუაციის გამო“ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ელჩი მელინდა სიმონსი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად კიევიდან ლვოვში გადავიდა, სადაც საფრთხე ნაკლებად მწვავედ ითვლებოდა.

თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის გამო ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"