უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა - რას აცხადებს პოდოლიაკი? - კვირის პალიტრა

უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა - რას აცხადებს პოდოლიაკი?

უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ "რაღაც შეთანხმებამდე მისვლას" ეცდებიან.

"ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

"ინტერპრესნიუსი"