ვოლოდიმირ ზელენსკის "რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი" გადაეცა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკის "რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი" გადაეცა

ვოლოდიმირ ზელენსკის „რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი“ გადაეცა.

აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის განკუთვნილი ჯილდო - „რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი“ მიიღო.

აღნიშნული ჯილდო უკრაინის ელჩს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.

რაიანმა აღნიშნა, რომ ეს მაღალი ხარისხის ჯილდო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერული თვისებებისა და მილიონობით უკრაინელის გაუტეხელ სულის აღსანიშნავად გადაეცა. მისივე თქმით, უკრაინელები იცავენ საკუთარ უფლებას თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროს შთააგონებს, რომ იბრძოლონ თავისუფლების ღირებულებებისთვის და დემოკრატიისთვის - როგორც ფრედერიკ რაიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა რეიგანმა ამას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

ცნობისთვის, რონალდ რეიგანის ფონდმა თავისუფლების მედლის ჯილდო 1992 წლიდან შემოიღო. ამ დროის განმავლობაში ის მხოლოდ 10 ადამიანს გადაეცა, მათ შორის - ლეხ ვალენსას, მიხაილ გორბაჩოვს, კოლინ ფაუელს და მარგარეტ ტეტჩერს.