ჩამოგდებული ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, ომის დაწყების დროიდან ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი და სხვა მცირე ზომის სამიზნე გაანადგურეს.
"რუსების მიერ სხვადასხვა მიმართულებიდან ნასროლი ბევრი რაკეტა ვერ აღწევს სამიზნეს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის წყალობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 7 მარტის დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ერთი ვერტმფრენი და სამი ავია გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
„საერთო ჯამში, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი და ასევე ჩამოგდებულია სხვა მცირე სამიზნეები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუსი