BBC - სუმის გარეუბანზე თავდასხმას ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, გვიან ღამით, ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბანზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა შორის ბავშვები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დმიტრო ჟივიცკიმ, რომელიც სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, 23:00 საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქზე განახორციელეს.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, ბავშვებს კლავენ. ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ“, - განაცხადა ჟივიცკიმ, რასაც BBC ავრცელებს.