"რუსეთის სამხედრო ძალები დემორალიზებულია"
რუსეთის წინსვლა უკრაინაში მნიშვნელოვნად შენელდა და მისი ჯარები დემორალიზებული არიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა დღეს დილით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს შეტევით ოპერაციას, მაგრამ მისი ჯარების დაწინაურების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა“, - აღნიშნულია უკრაინელი მაღალჩინოსნის პოსტში.
მან იქვე დასძინა, რომ ოკუპანტები დემორალიზებულები არიან და სულ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ძარცვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისკენ.