რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებული სირიელი სამხედროების გადაბირებას ცდილობს- რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?
რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებული სირიელი სამხედროების გადაბირებას ცდილობს - ამის შესახებ BBC ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება.
საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა Wall Street Journal-მაც.
გამოცემამ აშშ-ს ოფიციალური პირების ციტირება მოახდინა, რომლის თანახმადაც რუსული არმია, ბოლო დღეებში, მებრძოლების სირიიდან რეკრუტირებას ეწევა, "იმ იმედით, რომ მათი გამოცდილება ურბანულ ბრძოლაში კიევის აღებაში დაეხმარებათ".
მედიასაშუალება „ Deir Ezzor 24“ გასულ თვეში იტყობინებოდა, რომ რუსეთი სირიელებს 200 დოლარიდან 300 დოლარამდე ხელფასს სთავაზობდა "უკრაინაში წასასვლელად და გუშაგებად მუშაობისთვის" ექვსი თვის განმავლობაში.
რუსეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად 2015 წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის სამოქალაქო ომში სიტუაციის მთავრობის სასარგებლოდ შემობრუნებაში.